რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, სალომე წერეთელი ესწრებოდნენ.
მათ უმრავლესობის წევრებთან რუსთავის ჰაერის დაბინძურებაზე და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე კითხვები ჰქონდათ, თუმცა, მათი განცხადებით აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს და საკრებულოს წევრებს, ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული ხედვა არ აქვთ.
მათ განმარტეს, თუ რატომ უნდა დაუჭირონ რუსთაველებმა მხარი პარტიას “ხალხისთვის” 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
“თუ რუსთაველებს უნდათ მებრძოლი გუნდი საკრებულოში, რომელიც სერიოზულად დასვამს საკრებულოში მოსახლეობის ინტერესების საკითხებს, მაშინ მათ უნდა დაუჭირონ მხარი ჩვენს გუნდს საკრებულოში” – განაცხადა პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ.









