რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაზე მსჯელობენ

დღეს რუსთავის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მსჯელობენ. სხდომაზე თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ლევან ონიანმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, ის რჩება იმ პრინციპების ერთგული, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა. ​

“12 აგვისტოს გავაკეთე განცხადება ქართული ოცნების დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ლევან ონიანი რჩება 2012 წლის პრინციპების ერთგული. ამ პრინციპებს უღალატა ქართულმა ოცნებამ და დღევანდელი დღე არის ამის მაგალითი. იმავე დღეს, 12 აგვისტოს დიდგორობის დღეს, გამარჯვების დღეს, 9 კაცი შეიკრიბა და ჩემს იმპიჩმენტს მოაწერა ხელი”, – განაცხადა ონიანმა.