რუსთავში იმ სამედიცინო დაწესებლებების ჩამონათვალს, რომლებშიც კოვიდვაქცინაციაა შესაძლებელი ცენტრალური საავადმყოფო შეუერთდა.
დღეიდან რუსთაველები ვაქცინის გაკეთებას ხუთ კლინიკაში, მათ შორის ცენტრალურ საავადმყოფოში შეძლებენ.
სამედიცინო დაწესებულებაში აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან, უკვე შესაძლებელია სპეციალურად შექმნილ პორტალზეც booking.moh.gov.ge.
კლინიკაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე სახეობის ვაქცინით აცრაა შესაძლებელი.