რუსთავის „ხარები“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უცნობია როდის დაიწყება ახალი სეზონი, თუმცა რუსთაველი სპორტსმენები განახლებულ სეზონს სიახლეებით შეხვდებიან.
ნაკრებს რამდენიმე ახალი მორაგბე დაემატა. სიახლეა მწვრთნელების პოზიციებზეც – ხაზის მწვრთნელად თემურ ლობჟანიძე, შერკინების მწვრთნელად კი ირაკლი ნატრიაშვილი დაინიშნა.
„ხარების“ მთავარი მწვრთნელის მამუკა მინდორაშვილის განმარტებით, დამატებით შეიქმნა ფრენჩაიზის გუნდი “შავი ლომი”, რომლიდანაც თითო მორაგებთა გუნდს, სეზონის განმავლობაში 4 ადამიანის დამატების საშუალება ექნება თამაშში დასახმარებლად. ინფორმაციისთვის, ნაკრებში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.