რუსთავსა და გარდაბანში მოქალაქეებმა გარემო ნარჩენებით დააბინძურეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მიმდებარედ, მოქალაქემ 15 მ3 ინერტული ნარჩენით დააბინძურა გარემო. რუსთავში კი კანონდამრღვევმა სატვირთო ავტომანქანიდან 26 მ3 ინერტული ნარჩენი დაყარა.