“რუსთავსერვის ცენტრის” ინფორმაციით, ქალაქში ნერგების დარგვა და შემდგომი მოვლა-პატრონობა სამსახურის მიერ რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.
“რუსთავ სერვისცენტრის” განცხადების თანახმად, ააიპის მიერ დეკორატიული ნერგების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით მოხდა, ხოლო ხე-მცენარეების დარგვა გაზაფხულზე ეტაპობრივად განხორციელდა.
“ნებისმიერ ნერგს აქვს სავეგეტაციო პერიოდი, ასევე გარემოსთან შეგუების და ადაპტაციის დრო. იმ შემთხვევაში, თუ ყველა დარგული მცენარე ვერ გაიხარებს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება, ჩაანაცვლოს გამხმარი დეკორატიული ნერგები უსასყიდლოდ, არასავეგეტაციო პერიოდში, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.
„რუსთვსერვის ცენტრი“ მუდმივ რეჟიმში აკვირდება და უწევს მოვლა-პატრონობას ამ ნერგებს, რწყავს, უვლის, ასუფთავებს და ა.შ. ამავე დროს დამონტაჟდა სარწყავი სისტემის დამატებითი ხაზი, რაც საშუალებას იძლევა, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ახალ ნარგავებს. მცენარეების მასობრივი რგვის პროცესი რუსთავში გაზაფხულზე დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ხოლო რისკები იქნება გათვლილი და მინიმუმამდე დაყვანილი.”-ნათქვამია განცხადებაში.