რუსთავში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

8 აგვისტოს, ზუსტად 00:00 საათზე იაკობ ცურტაველის სახელობის მოედანზე, აგვისტოს ომში დაღუპულ რუსთაველ გმირთა მემორიალთან, მათი ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდებმა ანთებული სანთლებით საქართველოს რუქა გამოსახეს, მოედანზე განთავსდა გმირულად დაღუპული ჯარისკაცებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფოტოები, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აგვისტოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფოტო-ვიდეო მასალა იყო ნაჩვენები.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა.