რუსთავში ელექტროეენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით შეიზღუდა. როგორც TV4-ს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურმა განუცხადა, შეფერხება “ენერგო პრო-ჯორჯიას” ხარვეზი არ ყოფილა. ელექტროენერგია ქალაქში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად შეიზღუდა. ამჟამად ელექტროენერგია მთელს ქალაქში უკვე მიეწოდება.