რუსთავში ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
ქალაქში ლიფტების მოდერნიზაციის მიზნით 370 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რუსთავში გათვალისწინებულია 70-მდე ლიფტის მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს ძველი ლიფტების ახლით სრულად ჩანაცვლებას.
დღეს ქალაქის სამ მისამართზე ჩანაცვლებული ძველი ლიფტების მოდერნიზების პროცესს რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
პირველ ეტაპზე სხვადასხვა მისამართზე 11 ლიფტის მოდერნიზება იგეგმება. პროცესი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.