რუსთავში “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე იქნება

რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე იქნება. ინფორმაცია დავით კირკიტაძემ TV4-ს დაუდასტურა.

დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოპოზიცია რეგიონებში კანდიდატებს დღეს ოფიციალურად 21:00 საათზე დაასახელებს.