რუსთავში, 22 ლოკაციაზე პოლიტიკური სუბიექტებისთვის სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის საჭირო სტენდების მოწყობა დაიწყო.
რუსთავის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ადგილებზე სტენდები რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა განათავსეს.სტენდები ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ გამზირებზე, პოლიციის, ფოსტისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასევე განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება, ესენია: რელიგიური და საკულტო ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობები, განათების ბოძები, რეაბილიტირებული სახლების ფასადები და სხვა.