რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს[ვიდეო]

რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით, კომისიის შემადგენლობა გაიზარდა და 17 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთაგან 9 უფლებამოსილი პარტიის წარმომადგენელი იქნება.

პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს განსაზღვრულ ვადებში თავად წარადგენენ.

გაგა აფციაურის განცხადებით, კომისია საარჩევნო რეჟიმზეა გადასული და აქტიურად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები.