რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომის შემდეგ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
როგორც TV4-თან რუსთავის საოოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა განაცხადა, კომისიის ყოფილმა წევრმა მიზეზად “ოჯახური პრობლემები” დაასახელა. მისივე თქმით, რუსთავის 45-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა და ორი დღის განმავლობაში 23-24 აგვისტოს გაგრძელდება.
შემდეგი სხდომა, სადაც კომისიის ახალი წევრი დასახელდება, 24 აგვისტოს 19:00 საათზე ჩაინიშნა.









