დავით გარეჯის 21 ნომერში, 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
ადგილზე მობილიზებულია რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
TV4 – ის ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.









