სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები, სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები გამოაქვეყნა. კერძოდ, გამოქვეყნდა ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა) პირველადი შედეგები.

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგების გაგებას მაგისტრანტობის კანდიდატები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).