საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან “რუსთავს” არმაზ ჯელაძე გაწვრთნის. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ვლადიმერ ხაჩიძემ დატოვა.

არმაზ ჯელაძე წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის “მეტალურგში”, როგორც მთავარი მწვრთნელი, 2010-2011 წლებში ასევე რამდენიმე სეზონი მთავარი მწვრთნელის ასტისტენტად მუშაობდა.

ჯელაძე ახლო წარსულიდანაც კარგად ახსოვს რუსთაველ გულშემატკივარს. 2016-2019 წლებში საფეხბურთო კლუბ “რუსთავში” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. რუსთაველები ახალ სეზონს 5 აგვისტოდან განაახლებენ.