საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი სოფელი სამება იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 09:31 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, სოფელი სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.