საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.
რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20 507 ადამიანით გაიზარდა. გასული წლის ივლისში შემწეობას იღებდა – 53 303 ადამიანი, ხოლო 2021 წლის ივლისში – 73 810 ადამიანი;
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით გასული წლის ივლისში სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 13.1% იღებდა. 2021 წლის ივლისში კი, დახმარებას მოსახლეობის 16,7% იღებს.









