დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოსათვის საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დღიურად აცრილია – 23986 პაციენტი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.