კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა.მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ დროისათვის ჩხუბში მონაწილე პირები დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა გამოძიება დაწყებული.