ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ სავანეთის სკოლაში შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.
სამუშაოები ცენტრალური მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 62 000 ლარს შეადგენს.