დღემდე ჯერ არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საწოლფონდის მხრივ მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადების აქტიურ მართვას ვახორციელებთ. მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ დღემდე ჯერ არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა. ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.