გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
- თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ამოღებულია 5 ერთეული, ჯამში 600 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
- მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ამოღებულია 30 მ სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევებზე შედგა შესაბამისი აქტები.
ივლისის თვეში ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.