გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 15 მ3-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 9 ოქმი.
თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.









