უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1175 ლარი ეღირება, ევრო – 3.6730 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3212 ლარი.

დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1238 ლარი ღირდა, ევრო – 3.6698 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3099 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აგვისტოს ამოქმედდება.