სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ცენცენტრალურ ქუჩა კეთილმოეწყობა. სამუშაოები აქტიურად დაიწყო და სხვადასხვა ობიექტზე მიმმდინარეობს.
პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და აფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრიაციული სივრცეების მოწყობა და რეკრიაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.
4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.









