„ქართულმა ოცნებამ” რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რუსთავის მერობის კანდიდატად, ნინო ლაცაბიძე წარადგინა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

“ქართული ოცნების” რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები არიან:

მიშა ბერუაშვილი
ზაზა ტოგონიძე
ნინო ქავთარაძე
გოჩა ლორია
ლაშა ბუცხრიკიძე
გიგა ვეფხვაძე
ბადრი მაჭავარიანი
დავით იშხნელი
რევაზ გოგიძე
ლია ჯღარკავა
მამუკა რეხვიაშვილი
ზურაბ ტაბაღუა
ლელა ლუარსაბიშვილი
მამუკა ხელაია
ამირან ჯანჯღავა
მარი ლიპარტელიანი
ლაშა ჩოფლიანი
გიორგი ტუხაშვილი
თამარ გოგაძე
ლაშა ბიკაშვილი
გიგა კიკვაძე
თამარ გულიაშვილი

“მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი გუნდი თითოეული რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ.

რუსთავის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინის ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.