„ქართულმა ოცნებამ“ წალკის მერობის კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატად , ილია საბაძე წარადგინეს.

“მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება აქაურობას უკავშირდება, აქ დავიბადე, გავიზარდე დავიწყე ჩემი ქვეყნის სამსახური და დღემდე ასე გრძელდება. ზუსტად ვიცი, რა უჭირს ხალხს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და ძალიან ბევრი მიფიქრია თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა. წალკაში ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაზე, მუნიციპალიტეტზე და ერთმანეთზე შეყვარებული მშრომელი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარების სწორი ხედვა, რეალური სტრატეგია, გამოცდილება და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი. სწორედ ჩენ ვართ ის გუნდი, რომელიც თითოუელ პირობას აკმაყოფილებს. “-განაცხადა წალკის მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ.

მოქმედმა მერმა და ახლა უკვე კანდიდატმა, წარდგენის ცერემონიალზე “ქართული ოცნებიდან”საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა: ნუგრაზ ჩამურელიანი, ჯემალ ნაკაიძე, ბადრი ხოზრევანიძე, ავთანდილ ვანაძე, უსაალ უზუნალოვი, რადიქ სარქისიანი, ლეონ მარკოსიანი, ლაერ ტოროსიანი, ოთარ ვანაძე,გოჩა ხაჩატურიანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.