ქვემო ქართლში, მათ შორის რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ექვსი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე. მოქალაქეები, აკრძალული მეთოდით – ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით თევზაობდნენ.

ასევე, აკრძალული საშუალებით, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა მოქალაქე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში. სამართალდარღვევა გამოვლინდა მარნეულშიც, სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედ. მოქალაქეს ადგილზე ჰქონდა ნავი და ჩოგან-ბადე. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.

უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა