ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული “ფაიზერით” აიცრა

იმუნიზაციის პროცესი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მხარის პირველმა პირმა მარდალეიშვილის კლინიკაში “ფაიზერის” ვაქცინა გაიეკთა.

სამედიცინო დაწესებულებაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ და კლინიკაში არსებულ ვითარებას გაეცნენ.