ქვემო ქართლში სეს-მა ხუთი ობიექტი დააჯარიმა[ვიდეო]

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვემო ქართლის რეგიონში, სურსათი ეროვნულმა სააგენტომ 100-მდე ობიექტში სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.

ლაბორატორიული კვლევისათვის სურსათის 30 ნიმუში აიღეს, საიდანაც 5 შემთხვევაში, სხვადასხვა დარღვევისთვის ობიექტებს საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა,მირანგულა ლიპარტელიანმა Tv4-ს განუცხადა, დარღვევები გამოიკვეთა რუსთავშიც, სადაც 40-მდე ობიექტი შეამოწმეს, მათ შორის ერთ-ერთი მაღაზია რესგიტრაციის გარეშე ფუნქციონირებისთვის, 100-500 ლარამდე თანხით დაჯარიმდა.