ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ანკესზე გამობმული ე.წ. სახლართი ტიპის ბადით უკანონოდ თევზაობდა.
ვინაიდან საქმეები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.