პრემიერი ვაქცინაციაზე: დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა. მისივე ცნობით, ქვეყანას ორ მილიონზე მეტი ვაქცინა აქვს.

მთავრობის მეთაურმა მოსალხეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება, უნდა ვმართოთ სიტუაცია. გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენი მთავარი გამოსავალი არის ვაქცინაცია. ორ მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში, აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო მოახლოებას, ჩავიტაროთ დროულად აცრები. ჩვენ მაქსიმალურად გავაფართოეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. სწორი კომუნიკაციაა საჭირო, უფრო მეტი კომუნიკაცია, უნდა ავუხსნა მოსახლეობას, რომ არის მაქსიმალურად უსაფრთხო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წინა კვირას ვთქვი, უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, რომლებიც ავრცელებენ ათასგვარ სიყალბეს და ყალბ ამბებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.