ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც, კვლავ სავალდებულო გახდეს.
„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენება, მათი სავალდებულოობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვაც, მათ შორისაა ქორწილები და ქელეხებიც. საჭიროა, შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.