რუსთავში შარტავას N15-თან, სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 25 აგვისტოს დაიწყება და 30 რიცხვში დასრულდება. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებაა 320`289.00 ლარი.
როგორც თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რეკრეაციულ სივრცეში ტერიტორია კეთილმოეწყობა, სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, იგეგმება საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების მოწყობა.
“საპროექტო სკვერის მთლიანი ფართობია 1539 მ2. ამ ფართობზე უნდა მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები დაწნეხილი ბეტონის ფილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს არსებულ სპორტული მოედნს. მოეწყოს ფანჩატური, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით და სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებით. გაზონებში შეტანილ იქნას ნაყოფიერი მიწა და დაიგოს საბაღე გაზონი .მოეწყოს რ.ბ. საყვავილეები, საყვავილეებში და გაზონებში დაირგოს მრავალწლოვანი დეკორატიული ხემცენარეები. “- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.