რუსთავის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. პირველი მუსიკალური სკოლის მიმდებარედ, ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათ საარჩევნო პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით – „ძლიერი სოციალური პოლიტიკა“ გააცნო. კანდიდატმა ჯანდაცვის, სოციალური, განათლებისა და კულტურის სფეროების განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილი კანდიდატები დაესწრებიან