წალკაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.  წალკაში აცრის გაკეთება ჩინური  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებითაა შესაძლებელი.

როგორც წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა მირაშვილმა TV4-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტმა თვდაპირველად ვაქცინების 320 დოზა მიიღო.

მისივე თქმით ამ ეტაპზე მიმართვიანობა მაღალი არ არის, თუმცა იმედოვნებს, რომ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად აცრის მსურველთა რაოდენობაც მოიმატებს.

ამ ეტაპზე წალკაში ვაქცინების 20 დოზაა გამოყენებული.