წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სკოლა სრულად არის ადაპტირებული.
“სოფელ კოხტაში ახალი სკოლა, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი.
სკოლა ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.









