წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.