კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ,,წითელი ჯვრის საზოგადოებამ” ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 გაჭირვებულ ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური პროდუქტის პაკეტები გადასცა.
ჰუმანიტარული დახმარება ოჯახებს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა პირადად მიუტანეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი “წითელი ჯვარის საზოგადოებასთან” აქტიურად თანამშრომლობს, საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული პაკეტები მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე დაარიგა.
ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.