თბილისში წყნეთის ქუჩაზე გზა ჩაინგრა. ადგილობრივების თქმით, მიზეზი კომერციული ფართის მშენებლობაა, რომელიც გზის სავალი ნაწილის ქვედა ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ჩანგრეული გზის ტერიტორია საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული.
ადგილობრივი მცხოვრებლების პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანია აკისრებენ. მათივე თქმით, თუ პროცესი არ გაჩერდება, არათუ გზა ჩაინგრევა, არამედ კორპუსს საყრდენი გამოეცლება.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროტესტის გამო მშენებლობა ერთი თვის განმავლობაში იყო გაჩერებული, შემდეგ კი მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.