ხანმოკლე წვიმა და ქარი | 17-22 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 – 19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტოს სითბოს ფონზე (+29, +34 გრდუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.