“Თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” დამოუკიდებელ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
Კონკურსის მიზანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მედია კამპანიების მხარდაჭერაა.
Საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იდეები, შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: კარდაკარ საინფორმაციო კამპანია, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები, მედია პროდუქტების დამზადება და ა.შ.
Საგრანტო კონკურსი რეგიონული პროექტის “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” საგრანტო განაცხადებს 12 სექტემბრამდე მიიღებს. Თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 8000 ევროა.