1 915 ახალი შემთხვევა, 78 გარდაცვლილი | 30 აგვისტო

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი,
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის – 10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 488 661 გამოჯანმრთელდა 7 329 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 164 402 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.