1-ელი აგვისტოს წყალმომარაგების შეზღუდვა რუსთავში

კომპანია “რუსთავის წყალი” ​წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“ყაზბეგის 1 გასასვლელი N20 ქსელზე დაზიანების გამო დღეს 01,08,2021 10:30 საათიდან 16:30 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: თბილისის ქუჩა N2,4,6; ყაზბეგის ქუჩა N1,5,7,9; ყაზბეგის 1 გასასვლელს; იალღუჯის ქუჩასა და ნიშნიანიძის ქუჩებს,” – ნათქვამია განცხადებაში.