2 ოქტომბრის არჩევნების გამო, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები/დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებულები არიან 23 სექტემბრის 10:00 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში გაიარონ, – შესაბამისი დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა.
ამასთან, დადგენილების პროექტის მიხედვით, აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის 07:00 საათამდე პირდაპირ უნდა გამოცხადდნენ.
გარდა ამისა, დადგენილების პროექტის მიხედვით, კენჭისყრის წინა დღეს, 1-ელ ოქტომბერს შესაბამისი სპეცჯგუფის წევრები ვალდებულები იქნებიან პისიარ ტესტირება ჩაიტარონ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათი დაწესებულებებში არჩევნების დღეს შეშვება.