გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 აგვისტოს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მე-6, მე-11 მ/რ-ებში, ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, სამგორის, ახმეტელის, ჭყონდიდელის, მშვიდობის ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე რუსთავში შევჩენკოს, კლდიაშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ტაბიძის, ტურგენევის, დადიანის, კიკვიძის, ლესელიძის, ერისთავის, სანაპიროს, ქუქჩიშვილის, ორბელიანის, ბესიკის, ღლონტის, თავგორაშვილის ქუჩებს.
08:00-დან 14:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი, ტაკალო, დამია და მიმდებარე სოფლებს,
11:00-დან 19:00 საათამდე – თეთრიწყაროს რაიონის სოფლებს აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი, გუდარეხი, თეთრიწყაროში აღმაშენებლის, ტაბიძის, სულხან საბას, კეცხოველის, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.