13 წელი 8 აგვისტოს ომიდან- ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთავში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ანსამბლმა “მე რუსთველი” საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ღონისძიების დასრულების შემდეგ, დაღუპული გმირების საფლავები, მათი ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს.