საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულიად იზღუდება ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები (გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით);
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტები მუშაობა ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23 საათამდე.
გარდა ამისა, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციები მიეცა კერძო სექტორს.