საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში 2 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ჯამში ქვეყნის მასშტაბით 5 876 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,08%, ბოლო შვიდი დღის – 7,68%.
სულ აცრილია –506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 126. კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში 2 228 კოვიდპაციენტი იმყოფება.